ზუგდიდში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო გაიხსნა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერებისა და ინსტიტუციურიგაფართოების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ეფექტიანი გამოძიების დაგეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონში, ქ.ზუგდიდში (კოსტავას ქ. N 58) ახალი სამმართველოგაიხსნა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, ახალიოფისი მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა და სამუშაო პროცესსადგილზე გაეცნო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ამოქმედებისთანავე, სამსახურისერთ-ერთ მთავარ გამოწვევას რეგიონალური ოფისების გახსნაწარმოადგენდა. საქართველოს მთავრობის აქტიური ხელშეწყობით, სამსახურმა მოახერხა და უფლებამოსილების განხორციელებიდან რამდენიმე თვეში ქ.თელავსა და ქ. ზუგდიდში რეგიონალურისამმართველოები გახსნა.

ახალი რეგიონალური სამმართველოს ინფრასტრუქტურა სრულადშეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ოფისი უზრუნველყოფილია საგამოძიებო ორგანოსთვის აუცილებელი ყველა საჭიროინფრასტრუქტურით, მათ შორის, გამოკითხვის, ამოცნობის ოთახებით და ბავშვის გარემოზე მორგებული არასრუწლოვნის ოთახით, ასევე ოფისიუზრუნველყოფილი იქნება ტელეხიდის სისტემებით.

თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი რეგიონალურისამმართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელებსსაშუალებას მისცემს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში მომხდარსამართალდამცავების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტისპროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ადამიანის უფლებების დათავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სხვა მნიშნელოვან დანაშაულებთანდაკავშირებით, მოახდინონ დროული რეაგირება და საქმეზე ჩაატარონობიექტური და ეფექტიანი გამოძიება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთისრეგიონალური სამმართველო, ღია კონკურსის გზით შერჩეული გამოცდილიდა პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდა.

ახალი სამმართველოს გაძლიერების მიზნით, სამსახური კვლავ ატარებს ღიაკონკურსს გამომძიებლების, ოპერატიული თანამშრომლების დასტაჟიორების შესარჩევად.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ინსტიტუციური გაძლიერებისრეფორმის ფარგლებში, ახალი ოფისების დამატების შემდეგ, უკვეწარმოდგენილია ქ.თბილისში, ქ.ქუთაისში, ქ.ბათუმში, ქ.თელავსა დაქ.ზუგდიდში. თითოეული საგამოძიებო დანაყოფი 24 საათის განმავლობაშიემსახურება მოქალაქეებს, ახდენს სამსახურის ცხელი ხაზის (199) დაკომუნიკაციის ყველა სხვა წყაროს მეშვეობით მიღებულ შეტყობინებებზესწრაფ რეაგირებას.

გაზრდილი საგამოძიებო ქვემდებარეობისა და დანაშაულების სპეციფიკისგათვალისწინებით, რიგი საგამოძიებო მოქმედებების შემჭიდროებულვადებსა და შესაბამისი სტანდარტით ჩატარების მიზნით, სამსახურისაქართველოს სხვადასხვა რეგიონში სამმართველოების დამატებასგანაგრძობს. უახლოეს მომავალში რეგიონალური ოფისების გახსნა ქ. რუსთავსა და ქ. გორშია დაგეგმილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან