ოთარ შამუგია - არ ვფიქრობ, რომ თითის ქნევაზეა საუბარი - აუცილებელია, ნორმატიული ბაზა შეიქმნას, რისთვისაც საუკეთესო მაგალითი შეიძლება იყოს ევროკავშირი, გვინდა სურსათის ფასები მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს

აუცილებელია ნორმატიული ბაზა შეიქმნას, რომლისთვისაც, ვფიქრობ, საუკეთესო მაგალითი შეიძლება ევროკავშირი იყოს - საბოლოოდ გვინდა, სურსათის ფასები მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „რატომ სჭირდება ბიზნესს მთავრობისგან „თითის ქნევა“ და თავად რატომ ვერ ხვდება, რომ არაგონივრული მარჟებით მუშაობენ“.

მისი თქმით, ბიზნესისგან მიიღეს ინფორმაცია, რისგან შედგება სურსათზე ფასნამატები და სად არის რესურსი, რომ ფასებმა დაიკლოს.

„არ ვფიქრობ, რომ თითის ქნევაზეა საუბარი. კონკურენციის სააგენტომ წარმოადგინა ინფორმაცია ფასნამატებთან დაკავშირებით, რაზეც ვიმსჯელეთ. ბიზნესისგან მივიღეთ ინფორმაცია, თუ რისგან შედგება ფასნამატები და სად გვაქვს რესურსი, რომ გარკვეული საკითხების დარეგულირებით სურსათზე ნაკლები ფასები მივიღოთ. ეს ღია პროცესია. იმისთვის, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს, აუცილებელია, ნორმატიული ბაზა შეიქმნას, რომლისთვისაც, ვფიქრობ, საუკეთესო მაგალითი შეიძლება იყოს ევროკავშირი, სადაც ეს საკითხები შესაბამისი დირექტივითაა რეგულირებული. ამ ყველაფრით მიიღწევა ის შედეგი, რომ თამაშის პირობები თანაბარი იქნება. საბოლოოდ, გვინდა, შედეგი იყოს ის, რომ სურსათის ფასები მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა