მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და სკანდირებენ: „რუსებო! რუსებო“!

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „რუსებო! რუსებო“!

ამასთან, აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მიტანილი აქვთ ბანერი წარწერით: „თავისუფლება მიშას“!

ცენტრალურ ოფისთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.

გიორგი გობრონიძე - ხელისუფლება საზოგადოებასთან ბოლომდე გულწრფელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო