დავით უსუფაშვილი პაპუაშვილს - ბატონო შალვა, წლები მუშაობდი უცხოურ ორგანიზაციაში, უცხო ძალის ინტერესებში აქცევდი ხალხს, ვისთანაც ფინანსურ ურთიერთობაში იყავი?  - “ავერბოვკებდი?”

ბატონო შალვა, წლების განმავლობაში მუშაობდი უცხოურ ორგანიზაციაში და უცხო ძალის ინტერესებში აქცევდი ხალხს, ვისთანაც ფინანსურ ურთიერთობაში იყავი?! უცხო ძალის კონტროლით აკეთებდი შენ ამას?! უცხო ძალის დაქვემდებარებაში იყავი, როდესაც აქ რაღაც კანონპროექტებზე მუშაობდი და ვინც შენ გემუშავებოდა იმას “ავერბოვკებდი“, რომ უცხო ქვეყნის ინტერესებზე ემუშავა?! - ეს ხომ სისულელეა ხალხო! - ასე მიმართა “ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ბიუროს სხდომაზე, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაინიცირდა.

უსუფაშვილის შეფასებით, “არანაირი ამერიკული ამ კანონში არ არის“.

როგორც უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განმარტა, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, მაგალითად “წითელი ჯვარი“ “უცხო ძალად“ ცხადდება და თუკი “წითელი ჯვარი“ რომელიღაც ორგანიზაციას, რომელიც ვეტერანებსა და დაჭრილებზე მუშაობს, რაღაც კაპიკებს მისცემს, ეს ხალხი ინტერესების გამტარებელი ხდება.

ირაკლი კობახიძე საჯაროდ ლაპარაკობს: - ამ კანონპროექტით რაღაცები შევარბილეთო, ეს კანონი ასეთი კი არა, ისეთია, მაგრამ ასე გავაკეთეთო... მაგრამ პროექტში კობახიძე საერთოდ არ არის მითითებული და იმ ჯგუფის სახეთ (“ხალხი ძალა“) რაღაც უნდა შემოვიდეს და გნიასი ამაზე უნდა იყოს - ვინც მხარს უჭერთ მოაწერეთ კანონპროექტს ხელი! ვისაც რისი გვჯერა, იმაზე ვიდებატოთ, მაგრამ ვიღაცის ზურგს უკან დამალული, რომ კანონპროექტის ავტორი ბატონი დავით კაჭარავაა და მან ჩახლარდა ეს ყველაფერი, მან შეისწვლა ეს ამბები და მმართველი პარტია არაფერ შუაშია, ეს ასე არ გამოვა...

არანაირი ამერიკული ამ კანონში არ არის. პროექტიდან გამომდინარე, დაფინანსების მიღების ფაქტი უკვე აღიარებულია საკმარისს ფაქტად, რომ დაფინანსების მომცემი ამ ქვეყანაში საკუთარი ინტერესის გატარებას ცდილობს, ხოლო დაფინანსების მიმღები მის კონტროლის ქვეშაა და მის მითითებებს ასრულებს. აშშ-ს კანონი პირიქით არის აწყობილი. აშშ-ს კანონი აცხადებს, რომ თუ ვინმე თავისი ინტერესის განსახორციელებლად ჩემს ქვეყანაში ვიღაცას საკუთარი კონტროლის, დაქვემდებარების და პირდაპირი მითითებების ქვეშ აქცევს, მერე მასთან მაქვს საქმე. ხვდებით განსხვავებას?!“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

“ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი “უცხოური ძალების“ მიერ ფინანსდება.

უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა