„ფორმულადან“ გათავისუფლებული ოპერატორების ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანება დაიცავს

„ფორმულადან“ გათავისუფლებული ოპერატორების ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანება დაიცავს.

როგორც პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია „ფორმულას“ განცხადება, თითქოსდა: „სახელფასო ანაზღაურება აღნიშნულ დეპარტამენტში მერყეობს 1000-3000 ლარამდე და საშუალო ხელფასი 2500 ლარია“, - სიმართლეს არ შეესაბამება.

მათი განმარტებით, რამდენიმე ოპერატორი ამ დრომდე, 500 ლარიან ანაზღაურებაზე მუშაობდა. ძირითადი ნაწილის ანაზღაურება კი 1000 ლარს არ სცდებოდა.

„ტელეკომპანია „ფორმულამ“ საინფორმაციო სამსახურის 25 ოპერატორი სამსახურიდან 3 თებერვალს გაათავისუფლა. უმეტესობამ, 14-მა მათგანმა დახმარების თხოვნით პროფკავშირების გაერთიანებას მიმართა. შრომის ღირსეული ანაზღაურების უფლება შრომითი უფლების განუყოფელი ნაწილია და მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამიანის ღირსეული ცხოვრება. დასაქმებულთა ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტი დაიცავს.

31 იანვარს დასაქმებულებმა შრომის ანაზღაურების პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს. მეორე დღეს, პროტესტის შესახებ შეტყობინებით დირექციას წერილობით მიმართეს, თუმცა, მოლაპარაკებისა და სიტუაციის ნორმალიზების ნაცვლად, კომპანიის მენეჯმენტმა მათი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

დასაქმებულები ყვებიან, რომ სახელფასო ანაზღაურების გადახედვის თაობაზე დამსაქმებლისთვის მანამდეც მიუმართავთ. ამავდროულად, კომპანიის განცხადება, თითქოსდა: „სახელფასო ანაზღაურება აღნიშნულ დეპარტამენტში მერყეობს 1000-3000 ლარამდე, საშუალო ხელფასი 2500 ლარია“ - სიმართლეს არ შეესაბამება. რამდენიმე ოპერატორი ამ დრომდე, 500 ლარიან ანაზღაურებაზე მუშაობდა. ძირითადი ნაწილის ანაზღაურება კი 1000 ლარს არ სცდებოდა.

პროფკავშირების გაერთიანება ყოველთვის მიესალმება მოლაპარაკების გზით პრობლემის გადაჭრას, თუმცა, თუ კომპანიის მენეჯმენტი შესაბამის ნებას არ გამოხატავს, დასაქმებულთა უფლებების დასაცავად და მათი შრომითი უფლებების გასაუმჯობესებლად, კანონის ფარგლებში, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ზომასა და ბერკეტს გამოვიყენებთ“, - აღნიშნულია პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა