ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის ვიზიტი კიევში „თანამედროვე დროში უპრეცედენტო იყო“

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის ვიზიტი კიევში „თანამედროვე დროში უპრეცედენტო იყო“, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ეწვია „ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქს, სადაც შეერთებული შტატების სამხედროები არ აკონტროლებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას“.

როგორც მედია თეთრი სახლის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, ეს არის განსხვავება ამ ვიზიტსა და წინა პრეზიდენტების ავღანეთსა და ერაყში ვიზიტებს შორის, სადაც აშშ მასიური სამხედრო კონტინგენტით იყო წარმოდგენილი, განსხვავებით უკრაინისგან.

„ეს მოითხოვდა უსაფრთხოების ოპერატიულ ლოჯისტიკურ ძალისხმევას აშშ-ის მთავრობის პროფესიონალებისგან“, - დასძინა სალივანმა.

გარდა ამისა, მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევში, მაღალი რისკის შემცველი ვიზიტი, პარასკევს გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მაღალი რანგის წევრებს შეხვდა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა