"ქართული ოცნების" ოფისთან აქცია დასრულდა - "ნაციონალური მოძრაობა" აქციას ხვალ თბილისის მერიასთან გამართავს

"ნაციონალური მოძრაობა" 21 თებერვალს, 12:00 საათზე დედაქალაქის მერიასთან აქციას გამართავს.

როგორც "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გიორგი მუმლაძემ აღნიშნა, საქართველო არასდროს გახდება რუსეთის გუბერნია.

" 12:00 საათზე მივაკითხავთ კალაძეს დედაქალაქის მერიასთან. მან თქვა, რომ საქართველო რუსეთის გუბერნია უნდა გახდესო. საქართველო არასდროს გახდება რუსეთის გუბერნია",- აღნიშნავს გიორგი მუმლაძე.

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან საქართვლოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციიდან „ქართული ოცნების" ოფისისკენ მსვლელობით მივიდნენ. ადგილზე ისინი სკანდირებდნენ: რუსებო! რუსებო! ამასთან, მათ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მიიტანეს ბანერი წარწერით: თავისუფლება მიშას!ცენტრალურ ოფისთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველი იყო მობილიზებული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა