ლევან დავითაშვილი - უმუშევრობა გასულ წელს მართლაც ისტორიულ მინიმუმზე დავიდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია 2023 წელსაც შევინარჩუნოთ

გასული წლის მაღალი ეკონომიკური ზრდა აისახა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე - 2022 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს 17.3%-ს გაუტოლდა,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ გვესმის, რომ უმუშევრობის ისევ მაღალი დონე გვაქვს ქვეყანაში, თუმცა, დადებით ტენდენციას უნდა შევხედოთ და ამ კუთხით უმუშევრობა 2022 წელს მართლაც ისტორიულ მინიმუმზე დავიდა. დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად, 66.3 ათასით გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა. 2022 წელს დასაქმების დონე 42.9%-ს გაუტოლდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.5 პროცენტით მეტია", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ეს მაჩვენებლები პანდემიამდელ მაჩვენებლებსაც მნიშვნელოვნად აღემატება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნებულ იქნას და 2023 წელსაც გაგრძელდეს.

„თუმცა, გვესმის, რომ როდესაც ჩვენ დასაქმებაზე და უმუშევრობაზე ვსაუბრობთ, საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ - ჩვენი პრობლემა არის სტრუქტურული უმუშევრობა, როდესაც თანხვედრაში არ არის ხოლმე სამუშაო ძალის კვალიფიკაცია, ან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და მოთხოვნა სამუშაო ძალაზე", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს