დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და თურქეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ერთობლივ სხდომაზე გიორგი ჯანჯღავას მოუსმინეს

თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ დღეს პარლამენტარებს ქართულ დიასპორაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მან დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ერთობლივ სხდომაზე ონლაინ ჩართვისას ისაუბრა.

გიორგი ჯანჯღავას თქმით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში დაიღუპა საქართველოს 5 მოქალაქე. განხორციელდა 40 მოქალაქის ევაკუაცია.

როგორც ელჩმა განაცხადა, საქართველოს საელჩო ჩართული იყო საქართველოდან ჩამოსული 3.7 მლნ. ლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთის კოორდინირებაში.

მისივე ინფორმაციით, თურქეთის რეგიონში საქართველოს 200 მაშველი იმყოფებოდა.

„ჩვენი მაშველები ჯერ კიდევ იმყოფებიან ზონაში და ჩვენ საგანგებო რეჟიმში გვიწევს მუშაობა", - განაცხადა ელჩმა.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთისთვის მადლობა გადაუხადა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოდან წასულ მაშველებს გაწეული საქმიანობისთვის.

როგორც ბექა ოდიშარიამ განაცხადა, საქართველო მზად არის, დაეხმაროს როგორც საქართველოს, ისე თურქეთის მოქალაქეებსაც.

„დღეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ ქართველებს ვეხმარებით თუ თურქებს. გთხოვთ ყველას, ვისზეც ხმა მიგიწვდებათ გადასცეთ, რომ საქართველოს ხალხს, ხელისუფლებას ახსოვს, რომ ბოლო 30 წელიწადი ყველაზე პირველი დახმარების ხელს სწორედ თურქეთის ხელისუფლება უწვდიდა საქართველოს. ჩვენ თავს მოვალედ ვთვლით, რომ გვერდში დავუდგეთ თურქ ხალხს ამ გაჭირვებაში", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას