ზაზა ვაშაყმაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

ზაზა ვაშაყმაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, შერაზ გასრის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი აქცენტები გააცნო, ასევე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ამოცანების, განხორციელებული პროექტებისა და სხვა აქტივობების შესახებ უამბო.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მან განსაკუთრებული ყურადღება ქვეყანაში არსებულ ტოლერანტულ გარემოსა და ამ თვალსაზრისით სააგენტოს საქმიანობაზე გაამახვილა.

„ზაზა ვაშაყმაძემ იმედი გამოთქვა, რომ ინტენსიური ურთიერთობები, რაც საფრანგეთის საელჩოსთან რელიგიის სააგენტოს დაარსებიდანვე ჩამოყალიბდა, კვლავაც გაგრძელდება.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის საკითხები განიხილეს. ასევე, რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის მოშლის ფაქტებს გაუსვეს ხაზი. თავმჯდომარემ ელჩს რელიგიის სააგენტოს გამოცემა „ოკუპირებული მემკვიდრეობა" გადასცა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაციას ასახავს.

შერაზ გასრიმ აღნიშნა, რომ ფრანგული მხარისთვის საინტერესო იქნება საქართველოს გამოცდილების გაზიარება. შეხვედრის დასასრულს ელჩმა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის, ამომწურავი ინფორმაციისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ურთიერთობები რელიგიის სააგენტოსთან გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს