გრიგოლ გიორგაძე - წარმოჩენილია ისე, თითქოს მობილიზაცია ცხადდება - ამ კრიტიკის ავტორების სატკივარი არის ის, რომ ბიბლიურ თავისუფლებას მექანიზმი არ ექნება, რომ ახალგაზრდებმა თავი აარიდონ ჯარს

წარმოჩენილია ისე, თითქოს მობილიზაცია ცხადდება - „ყველა ჯარში!“ - ის მექანიზმები კი არ უნდა ვეძებოთ, როგორ ავარიდოთ თავი ვალდებულებას, არამედ ვიმსჯელოთ, როგორ გავხადოთ სამხედრო სამსახურის გავლა ეფექტიანი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განაცხადა, სადაც „თავდაცვის კოდექსს“ განიხილავენ.

მისი თქმით, კოდექსის კრიტიკოსების „სატკივარი“ ისაა, რომ ახალგაზრდები ჯარს თავს ბიბლიური თავისუფლების მექანიზმით ვერ აარიდებენ.

„წარმოჩენილია ისე, თითქოს მობილიზაცია ცხადდება - „ყველა ჯარში!“ - გასაგებია, რომ ამ კრიტიკის ავტორების სატკივარი არის ის, რომ ბიბლიურ თავისუფლებას მექანიზმი არ ექნება, რომ ახალგაზრდებმა თავი აარიდონ ჯარს. გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ როდესაც საქმე ეხება სამსახურს, სწავლას, როგორ შეიძლება მოხდეს ადაპტირება, რათა არ იყოს ისე, რომ - გაგრწთვენი, მოგამზადე, რათა საჭიროების შემთხვევაში შენი თავი, ოჯახი და სამშობლო გადაარჩინო, მაგრამ მეორე მხრივ კარიერას შეეშალოს ხელი. ერთი სიკეთის გაკეთებით პირადი სიკეთე არ უნდა დაზიანდეს, თუმცა ერთი რამ გააზრებული უნდა იყოს - ეს სახელმწიფოს მიმართ ვალდებულებაა, რომელიც უნდა შესრულდეს. ის მექანიზმები კი არ უნდა ვეძებოთ, როგორ ავარიდოთ თავი ვალდებულებას, არამედ ვიმსჯელოთ, როგორ გავხადოთ სამხედრო სამსახურის გავლა ეფექტიანი“,- განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ საკომიტეტო მოსმენა დაიწყო. “თავდაცვის კოდექსი“ მთელ რიგ სიახლეს ითვალისწინებს, მათ შორის იმას, რომ სასულიერო პირი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებს - სასულიერო პირი არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება.

“თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მიხედვით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტრომ უნდა განახორციელოს.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა