ევროპის საბჭოს (COE)  მხარდაჭერით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს  (Bench & Bar) ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ევროპის საბჭოს (COE) მხარდაჭერით, პროკურორების, ადვოკატებისა და მოსამართლეების მონაწილეობით მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეებმა განიხილეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან.

„კერძოდ, პროკურორებმა და ადვოკატებმა უცხოელ ექსპერტებთან ერთად იმსჯელეს თუ როგორ უნდა განემარტოთ ნაფიც მსაჯულებს სასამართლო სხდომაზე გამოსაყენებელი კანონი, რა გარემოებები გაითვალისწინება მსაჯულთა შერჩევისას აცილების თაობაზე შუამდგომლობის გადაწყვეტის დროს და რა ხარვეზები გამოიკვეთა მსაჯულთა წინაშე მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში.

შეხვედრის მიმდინარეობისას საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა ნინო აღლემაშვილმა და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით ასათიანმა ხაზი გაუსვეს პროგრესს, რომელიც ამ მიმართულებით მართლმსაჯულების სისტემას აქვს და მადლობა გადაუხადეს ევროპის საბჭოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რა დროსაც აღინიშნა ის ცალკეული საკითხები, რომლებთა გადაწყვეტის მიზნით აუცილებელია სამივე უწყების აქტიური და ინტენსიური თანამშრომლობა.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა