ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ პატივს სცემს 1991 წლის მდგომარეობით, უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის განცხადებით, ის პატივს სცემს 1991 წლის მდგომარეობით, უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.

ამის შესახებ აღნიშნულია ნავალნის 15-პუნქტიანი პოლიტიკური პლატფორმის დღის წესრიგში, რომელიც ლატვიაში ბაზირებულმა რუსულმა მედიასაშუალებამ „მედუზამ“ გამოაქვეყნა.

ამასთან, რუსი ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ის ოფიციალური კიევისთვის რუსეთის ომის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციასაც მხარს უჭერს.

როგორც ნავალნიმ ტექსტში აღნიშნა, „ოცდამეერთე საუკუნეში საზღვრების შესაცვლელად ვერ ვიბრძოლებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო ქაოსში აღმოჩნდება".

გარდა ამისა, ნავალნი შეთავაზებით გამოდის უკრაინას მიეცეს ისე განვითარების საშუალება, როგორც ეს უკრაინელ ხალხს სურს, რაც ნიშნავს "აგრესიის შეჩერებას, ომის დასრულებას და ყველა რუსული საჯარისო დანაყოფის უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანას".

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა