ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსი საქართველოში უკრაინის მოქალაქეების უვიზოდ დაყოვნების ვადის ერთი წლით გაგრძელების საკითხზე პრემიერ-მინისტრს მიმართავს

ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს მთავრობის დადგენილება №255-ში ცვლილების შეტანის ინიციატივით მიმართა.

კერძოდ, ალიანსმა საქართველოში უკრაინის მოქალაქეების უვიზოდ დაყოვნების ვადის ერთი წლით გაგრძელების საკითხზე პრემიერ-მინისტრს მიმართა.

ალიანსის თავმჯდომარის თქმით, უკრაინაში ომის დაწყებიდან ფაქტობრივად გასულია 1 წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ათასობით უკრაინის მოქალაქე დგება საქართველოს დატოვების საფრთხის წინაშე, მაშინ, როდესაც ისინი ვერ მოახერხებენ საკუთარ ქვეყანაში უკან დაბრუნებას.

"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად- ათიათასობით უკრაინის მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი ქვეყნის ტერიტორია. ოფიციალური მონაცემებით 2022 წელს 200 000-ზე მეტ უკრაინის მოქალაქეს აქვს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი და ათასობით უკრაინის მოქალაქე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება. უკრაინაში ომის დაწყებიდან ფაქტობრივად გასულია 1 წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ათასობით უკრაინის მოქალაქე დგება საქართველოს დატოვების საფრთხის წინაშე, მაშინ როდესაც ისინი ვერ მოახერხებენ საკუთარ ქვეყანაში უკან დაბრუნებას.

ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსი მთელი წლის მანძილზე აქტიურად არის ჩართული საქართველოში მყოფი უკრაინელების მხარდაჭერით პროცესებში, ამავე მიზნის ფარგლებში ალიანსის მიერ იქნა დაფუძნებული ომით დაზარალებულ ქალთა საერთაშორისო ცენტრი. სწორედ ამ ცენტრის უკრაინელი აქტივისტებისა და ბენეფიციარების მიერ იქნა წამოჭრილი უკრაინელების საქართველოში ყოფნის ლეგალური საფუძვლების ამოწურვის საკითხის სიმწვავე“, - განაცხადა ალიანსის თავმჯდომარემ, ირაკლი კაჭარავამ.

დაზარალებულ ქალთა საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარის თქმით, უკრაინელებისთვის საქართველოს ტერიტორიის დატოვება მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის შემცველია.

„საკითხის სიმწვავე და საქართველოში მყოფი უკრაინელების (რომელთა უმეტესობას ქალები და ბავშვები წარმოადგენენ) მდგომარეობის სიმძიმეს დამატებით და დაუძლეველ ტვირთად მათი საქართველოში დაყოვნების სამართლებრივი შესაძლებლობების ამოწურვაც აწვება, ფინანსური და ადამიანური რესურსების არ არსებობის ფონზე საქართველოს ტერიტორიის დატოვება მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის შემცველია. სწორედ ამიტომ ჩვენი კლუბის და ალიანსის ერთობლივი ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაეგზავნა მიმართვა საქართველოს მთავრობის დადგენილება №255-ში ცვლილების შეტანის თხოვნით. ცვლილება გულისხმობს საქართველოში უკრაინის მოქალაქეების უვიზოდ დაყოვნების ვადის ერთი წლით გაგრძელების საკითხს. აღნიშნულ ინიციატივას ასევე მიეცა პეტიციის სახეც და ჩართულია ხელმომწერის პროცესიც, საზოგადოებას მოვუწოდებთ შემოუერთდნენ აღნიშნულ ინიციატივას და პეტიციაზე ხელმოწერით დაადასტურონ უკრაინის მოქალაქეებისადმი მხარდაჭერა“, - ნათქვამია ომით დაზარალებულ ქალთა საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარის მარიკა არევაძის განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა