ჯინ შაჰინი - მთავრობას მოვუწოდეთ, მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროპასთან დაახლოებაში

შეხვედრებზე მთავრობას მოვუწოდეთ და ვურჩიეთ, რომ გააგრძელონ მხარდაჭერა ისეთი საკითხების მიმართ, როგორიც არის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში და ევროპასთან დაახლოებაში, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამერიკა საქართველოს გვერდით 30 წელია დგას და ეს მხარდაჭერა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა.

„რამდენიმე დღის წინ შესრულდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთი წლის თავი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში, საქართველოში ყოფნა, რადგანაც საქართველომაც ზუსტად მსგავსი სიტუაცია გამოცადა საკუთარ თავზე 2008 წელს.

დღეს შესაძლებლობა გვქონდა შევხვედროდით სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, განვიხილეთ სტრატეგია, განსაკუთრებით, შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით.

შეხვედრა გვქონდა პარლამენტის წევრებთან, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან. ყველა ამ შეხვედრაზე ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

აშშ 30 წელია საქართველოს მხარდამხარ დგას და მხარს უჭერს საქართველოს, ქართველი ხალხის მისწრაფებას იცხოვრონ დემოკრატიული ქვეყანაში, ჰქონდეთ კეთილდღეობა, წარმატება და რა თქმა უნდა, მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა ჩვენ, დღეს, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ.

შეხვედრებზე მთავრობას ჩვენ მოვუწოდეთ და ვურჩიეთ, რომ მხარდაჭერა გააგრძელონ ისეთი საკითხების მიმართ, როგორიც არის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში და ევროპასთან დაახლოებაში“, - აცხადებს ჯინ შაჰინი.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა