ჯინ შაჰინი - საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ამერიკის კანონის მსგავსი არ არის, ის რუსული კანონის მსგავსია - როდესაც ვსაუბრობ დემოკრატიის უკუსვლაზე, ესეც იგულისხმება

ამერიკელი სენატორის, ჯიმ შაჰინის განცხადებით, პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არა ამერიკულის, არამედ რუსული კანონის მსგავსია.

როგორც შაჰინმა საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსგავსი კანონი მიიღო უნგრეთმაც, რომელთან დაკავშირებითაც ითქვა, რომ ის ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამოა.

„მკაფიოდ ვიტყვი, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ეს კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების კანონის მსგავსი არ არის. ის რუსული კანონის მსგავსია. მსგავსი კანონი უნგრეთმაც მიიღო და ითქვა, რომ ეს არის შეუსაბამო ევროკავშირის სტანდარტებთან და ადამიანის უფლებების რეალიზებასთან. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობ დემოკრატიის უკუსვლაზე, ესეც იგულისხმება“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა