იაგო ხვიჩია - “ენჯეოშნიკებმა“ ჯერ პოლიტიკოსებს გაგვიჩალიჩეს და ახლა პოლიტიკოსები უჩალიჩებთ

ის “ენჯეოშნიკები“ და მედიასაშუალებები, რომლებიც მხარს უჭერდნენ პოლიტიკოსების ისე შეზღუდვას, როგორც ახლა საკუთარ თავზე არ მოსწონთ, ღირსებიც კი არიან და ამას იმსახურებენ - “ენჯეოშნიკებმა“ ჯერ პოლიტიკოსებს გაგვიჩალიჩეს და ახლა პოლიტიკოსები იქეთ უჩალიჩებთ! - ეს განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე “გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებისას გააკეთა.

როგორც ხვიჩიამ განაცხადა, მაშინ როცა პოლიტიკოსებს ზღუდავდნენ, “ენჯეოშნიკები“ ახალ-ახალი შეზღუდვისა და კონტროლის მექანიზმების დაწესებას ითხოვდნენ.

“რაც ახლა “ენჯეოშნიკებთან“ და მედიასთან მიმართებაში ხდება, ეს პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში უკვე მოხდა - ჩვენი ფინანსები ზუსტად ისე კონტროლდება, პოლიტიკის გაკონტროლება ზუსტად იმ არგუმენტაციით ხდება, როგორც ხდება ახლა - “ენჯეოშნიკების“ შემთხვევაში.

ჩემი კითხვა სხვა რამეშია, “ხალხის ძალის“ კანონპროექტმა რით დაიმსახურა უფრო მეტი ყურადღება, ვიდრე იმ კანონპროექტებმა, რომელიც ჩვენ განსახილველად ერთი წლის წინ შემოვიტანეთ და ადამიანების უკანონო პატიმრობას ეხება - ვგულისხმობ “ბირჟა მაფიას“ კანონპროექტს. რატომ ხდება რომ იმ კანონპროექტს ერთი წელია არ ვიხილავთ და ვიხილავთ ამ სისულელეს, რომელიც “ენჯეოშნიკებმა“ ჯერ პოლიტიკოსებს გაგვიჩალიჩეს და ახლა პოლიტიკოსები იქეთ უჩალიჩებთ - ამაში მონაწილეობას არ მივიღებ, მაგრამ წინააღმდეგი არა ვარ რომ გაუჩალიჩოთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

უმრავლესობაში შემავალი “ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი “უცხოური ძალების“ მიერ ფინანსდება.

უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა