დიკ დურბინი - ამერიკა არ ცდილობს, ვინმე ჩაითრიოს ომში

ამერიკა არ ცდილობს, რომ ვინმე ჩაითრიოს ომში, - ასე უპასუხა ამერიკელმა სენატორმა დიკ დურბინმა ჟურნალისტის შეკითხვას, როგორია მისი შეფასება მთავრობის წარმომადგენლების მოსაზრებაზე, რომლის თანახმად, დასავლეთში გარკვეულ ძალებს საქართველოს ომში ჩართვა სურთ.

როგორც ამერიკელმა სენატორმა აღნიშნა, თბილისში გამართულ შეხვედრებზე ეს საკითხი არ წამოჭრილა, თუმცა ამერიკის მთავარი ძალისხმევაა მხარი დაუჭიროს ქვეყნების საზღვრებს.

„შეხვედრებზე ეს საკითხი არ წამოჭრილა. თუმცა, გეტყვით, რომ ამერიკის მთავარი ძალისხმევა არის მხარი დაუჭიროს ქვეყნების სუვერენიტეტს, მათი საზღვრების დაცვას და იმას რომ ქვეყნებმა შეძლონ მშვიდობის მიღწევა. ამას ვაკეთებთ უკრაინაში და რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა არის საქართველოს მიმართ და ამერიკა არ ცდილობს, რომ ვინმე ჩაითრიოს ომში“, - განაცხადა დიკ დურბინმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა