დიმიტრი პესკოვი - რუსეთის ურთიერთობა მოლდოვასთან უკვე ძალიან დაძაბულია  - მისი ხელმძღვანელობა ყველაფერ ანტირუსულზე ფოკუსირდება

კრემლის განცხადებით, რუსეთის ურთიერთობები მოლდოვასთან "ძალიან დაძაბულია". ამასთან, ოფიციალური მოსკოვი კიშინიოვს "ანტი-რუსულ დღის წესრიგში“ ადანაშაულებს.

ინფორმაციას დასავლური მედია აქვეყნებს.

მათივე ცნობით, კრემლის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი სეპარატისტულ რეგიონში მის მიერ განლაგებულ სამშვიდობო ძალებთან მიმართებით "პასუხისმგებლობით" მოქმედებს.

პესკოვმა მოლდოვის ხელმძღვანელობა ანტი-რუსულ ისტერიაშიც დაადანაშაულა.

„ჩვენი ურთიერთობა მოლდოვასთან უკვე ძალიან დაძაბულია. [მოლდოვის] ხელმძღვანელობა ყოველთვის ყველაფერ ანტირუსულზე ფოკუსირდება“, - განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა.

შეგახსენებთ, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთი მისი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით