დიკ დურბინი - ევროკომისიის რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია და სერიოზულად უნდა მიუდგნენ

[ევროკომისიის] რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია და მათ სერიოზულად უნდა მიუდგნენ, - ასე უპასუხა პრესკონფერენციაზე ამერიკელმა სენატორმა დიკ დურბინმა შეკითხვას, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციის შესრულებას ეხება.

„რა თქმა უნდა,საჭიროა შესაბამისი კანონმდებლობის მიღება და ამავდროულად, ამ კანონმდებლობის პრაქტიკაში ეფექტურად განხორციელება და ყველა საჭირო მოთხოვნის დაკმაყოფილება“, - განაცხადა დიკ დურბინმა.

ამავე შეკითხვას უპასუხა კიდევ ერთმა სენატორმა ჯინ შაჰინმაც.

„რაც შეეხება შემაფერხებელ გარემოებებს ამ 12 რეკომენდაციაში, ეს ევროკავშირის პრეროგატივაა და ალბათ, მათ უნდა ისაუბრონ. მე, ჩემის მხრივ გეტყვით, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და მისი მოქალაქეების მისწრაფებებს, შეუერთდეს ევროკავშირს. ეს არის ჩვენი ძირითადი სათქმელი და მათი სურვილი შესრულდეს. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, შემუშავებულია კანონპროექტი, რომელიც გადაეგზავნა ვენეციის კომისიას და ახლა, ხელისუფლება ელოდება ამ კანონპროექტის შეფასებას“ , - აცხადებს ჯინ შაჰინი.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი