გრიგორი კარასინი - დასავლეთის სტრატეგიული შეცდომა გახდა მანიაკალური გადაწყვეტილება, გაეფართოებინა ნატო-ს ზონა საქართველოსა და უკრაინის ჩართვით

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი ნატო-ს გაფართოებას საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით, მანიაკალურ გადაწყვეტილებას უწოდებს. ამის შესახებ მან „ტელეგრამ-არხზე“ დაწერა.

„ისტორია გადაცდომებს პატიობს, მაგრამ არა სტრატეგიულ შეცდომებს. რუსეთს მე-20 საუკუნეში ასეთი ორი ჰქონდა. მეორემ დაანგრია ზესახელმწიფო, თუმცა რუსეთმა მოახერხა წამოდგომა და ცოცხლობს.

დასავლეთის ბოლო ათწლეულების ძირითადი სტრატეგიული შეცდომა გახდა მანიაკალური გადაწყვეტილება, გაეფართოებინა ნატო-ს აქტიურობის ზონა აღმოსავლეთით საქართველოსა და უკრაინის ჩართვით. რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები ჩამოიწერა უბრალოდ 90-იანი წლების ტრაფარეტით.

დემაგოგია და მრავალმილიონიანი შეიარაღების მიწოდება არავის მოატყუებს. დროა, თავი დავანებოთ სამყაროსთვის სახიფათო აზროვნების ინერციას!“, - წერს გრიგორი კარასინი.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა