ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის, ვოპკე ჰუკსტრას განცხადებით, ევროკავშირმა თავისი კოლექტიური ეკონომიკური სიძლიერე და სამართლებრივი სისტემები უნდა გამოიყენოს, რათა დასაჯოს ისინი, ვინც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.
მედიის ცნობით, ნიდერლანდების პირველმა დიპლომატმა აღნიშნული განცხადება ბრიუგეში, ევროპის კოლეჯში გამოსვლისას გააკეთა.
მისივე თქმით, ევროკავშირმა ბრიუსელში უნდა შექმნას „სანქციების შტაბი“, სადაც ქვეყნებს შეუძლიათ გააერთიანონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია და რესურსები სანქციების არიდების წინააღმდეგ საბრძოლველად.