ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავიდა

ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავიდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბაიდენი მატარებლით ღამით ფშემისლში ჩავიდა, შემდეგ კი თვითმფრინავით იასენკას აეროპორტიდან ვარშავაში გაემგზავრა.

ჯო ბაიდენი დღეს, ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეხვდება. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები განცხადებებს გააკეთებენ. დღესვე ჯო ბაიდენი "კუბიცკი არკადის" ტერასაზე სიტყვით გამოვა.

ხვალ, აშშ-ის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „ბუქარესტის ცხრიანის“ (ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ჩეხეთი) რიგგარეშე სამიტში და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში 22 თებერვლამდე დარჩება.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი, პოლონეთში ვიზიტამდე, მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ეწვია.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
22.09.2025 / 09:13
ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავიდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბაიდენი მატარებლით ღამით ფშემისლში ჩავიდა, შემდეგ კი თვითმფრინავით იასენკას აეროპორტიდან ვარშავაში გაემგზავრა.

ჯო ბაიდენი დღეს, ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეხვდება. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები განცხადებებს გააკეთებენ. დღესვე ჯო ბაიდენი "კუბიცკი არკადის" ტერასაზე სიტყვით გამოვა.

ხვალ, აშშ-ის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „ბუქარესტის ცხრიანის“ (ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ჩეხეთი) რიგგარეშე სამიტში და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში 22 თებერვლამდე დარჩება.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი, პოლონეთში ვიზიტამდე, მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ეწვია.

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025