„საქსტატი“ საერთაშორისო ექსპერტების მისიას მასპინძლობს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახური საერთაშორისო ექსპერტების ტექნიკური დახმარების ოთხდღიან მისიას მასპინძლობს.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მისია აერთიანებს როგორც გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), ისე ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების სტატისტიკური სამსახურების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს.

„მისიის მიზანს წარმოადგენს გაერო-ს სტატისტიკური ბიზნეს პროცესების ზოგადი მოდელის (GSBPM) შესაბამისად პროცესზე ორიენტირებული ორგანიზაციული სტრუქტურის დანერგვის მიზნით საგზაო რუკის შემუშავებაში ხელშეწყობა. GSBPM მაღალი ხარისხის ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების შესახებ გაეროს სრულყოფილი და ინტეგრირებული ჩარჩო დოკუმენტია. მსოფლიოს მასშტაბით ეს მოდელი 50-ზე მეტი ქვეყნის სტატისტიკის სამსახურმა დანერგა. სტატისტიკის წარმოების პროცესის მოდერნიზაცია და „საქსტატის“ “ფუნქციურ“ მოდელზე გადასვლა 2020-2023 წლების საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტატისტიკური მიზნებისთვის ადმინისტრაციული წყაროების უფრო მეტად გამოყენება და სტანდარტიზებული საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემებისა და მეთოდოლოგიების შესაბამისად სტატისტიკური ბიზნეს პროცესების ზოგად მოდელზე – GSBPM-ზე – გადასვლა. საერთაშორისო ექსპერტების მისია ითვალისწინებს სამუშაო შეხვედრებს როგორც „საქსტატის“ ხელმძღვანელობასთან, ისე შესაბამის დარგობრივ და მეთოდოლოგიაზე პასუხისმგებელ ერთეულებთან”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო