მასობრივი საპროტესტო აქციის ფონზე ისრაელის პარლამენტმა სასამართლო რეფორმის პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

მასობრივი საპროტესტო აქციის ფონზე ისრაელის პარლამენტმა სასამართლო რეფორმის პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს 120-ადგილიანი ქნესეთის 63-მა კანდიდატმა დაუჭირა მხარი, 47 კი წინააღმდეგი იყო.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები მოსამართლეების შერჩევის პროცესში ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდასა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფლებების შემცირებას ითვალისწინებს.

ისრაელის პარლამენტში რეფორმის პროექტის განხილვის პარალელურად, იერუსალიმში საპროტესტო აქციები გაიმართა, სადაც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება