ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი შეშფოთებულია, რომ უკრაინაში კონფლიქტი კონტროლიდან გამოდის

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩინ განგის განცხადებით, პეკინი "ღრმად შეშფოთებულია უკრაინაში კონფლიქტით, რომელიც თანდათან მწვავდება და კონტროლიდანაც კი გამოდის".

„თითქმის ერთი წელია, უკრაინაში კრიზისი ფართოვდება. ჩინეთი ღრმად არის შეშფოთებული, რომ კონფლიქტი მწვავდება და კონტროლიდანაც კი გამოდის“, - აღნიშნა ჩინ განგმა პეკინში გლობალური უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ქვეყნებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე შეწყვიტონ ცეცხლზე ნავთის დამატება და ბრალდების ჩინეთზე გადატანა.

„პეკინი ჩინურ სიბრძნეს შესთავაზებს უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარებისთვის და იმუშავებს საერთაშორისო საზოგადოებასთან დიალოგისა და კონსულტაციების ხელშეწყობისთვის, ყველა მხარის პრობლემის გადასაჭრელად და საერთო უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო