კახა კალაძე - საერთოდ არ არის საინტერესო არც ზახაროვას განცხადება კრიმინალ სააკაშვილთან დაკავშირებით და არც იმ ე.წ მეგობრების განცხადებები, რომლებიც შანტაჟით ესაუბრებიან საქართველოს ხელისუფლებას

საერთოდ არ არის საინტერესო არც ზახაროვას განცხადება კრიმინალ სააკაშვილთან დაკავშირებით და არც იმ ე.წ მეგობრების განცხადებები, რომლებიც შანტაჟით და თითის ქნევით ესაუბრებიან საქართველოს ხელისუფლებას, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

როგორც კალაძე განმარტავს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

„საერთოდ არ არის საინტერესო არც ზახაროვას განცხადება კრიმინალ სააკაშვილთან დაკავშირებით და არც იმ ე.წ მეგობრების განცხადებები, რომლებიც შანტაჟით და თითის ქნევით ესაუბრებიან საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას, ვიცავთ კანონებს, პატივს ვცემთ სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ", - აღნიშნავს კალაძე.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა კიევში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტს გამოეხმაურა და რწმენა გამოთქვა, რომ უკრაინის ლიდერს ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბედი ემუქრება. „სააკაშვილის, გუაიდოს ბედი ელის ყველა მათ, ვინც სიცოცხლე მიჰყიდა ამერიკელებს: საკუთარი ხალხის მიერ დაწყევლილი, უსარგებლოები, იძულებული არიან ამერიკაში ნაშოვნი ფული გულუხვად დახარჯონ ამერიკელ იურისტებზე საკუთარი ქვეყნების ღალატისთვის.

თუ გავითვალისწინებთ ბაიდენის დღევანდელ კადრებს კიევიდან ზელენსკისთან ერთად, არ დაივიწყოთ ყველა წინა ამერიკული პროექტის ბედი“, - აცხადებს ზახაროვა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს