კახა კალაძე - ლევან ხაბეიშვილი საინტერესო ჯამბაზია - მეგონა, უკვე შევარდნილი იყო კლინიკაში, არ შევარდნილა?

ლევან ხაბეიშვილი საინტერესო ჯამბაზია - მე მეგონა, უკვე შევარდნილი იყო კლინიკაში, თურმე არ ყოფილა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით კალაძე ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „დედაქალაქს მკვლელი, კორუმპირებული, ფულზე დახარბებული რუსეთუმე მერი ჰყავს“.

„თბილისშია კიდევ? არ შევარდნილა? საინტერესო ჯამბაზია. როდესაც არჩევნები მიმდინარეობდა, მხარს ვუჭერდი და ახლაც ვუჭერ. დაველოდოთ, ძალიან საინტერესო გასართობი სცენები გველოდება მომავალში. მთავარ როლში აუცილებლად ვიხილავთ ლევან ხაბეიშვილს. მე მეგონა, უკვე შევარდნილი იყო კლინიკაში, თურმე არ ყოფილა“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდებოდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნიდა.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?