თბილისის მერიასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეები ცდილობენ თბილისის მერიაში დატოვონ თბილისის მერის, კახა კალაძის გამოსახულებით პლაკატი, წარწერით „კალაძე რუსი და მოღალატე".
დაცვის სამსახური მათ შენობაში შეცვლის საშუალებას არ აძლევს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "კალაძე, რუსო!"