ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა გრძელდება

ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტი შემოდგომაზე დასრულდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ნოემბრის ბოლოსთვის დასრულებული იქნება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 24-მეტრიანი, ორი, ორზოლიანი საავტომობილო გზა და იქნება შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც უწევთ თამარაშვილის ქუჩის გამოყენება გადაადგილებისთვის. პარალელურად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ქსელების გადატანა. ამჟამად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მუშაობს, შემდეგ „თბილისი ენერჯი“ დაიწყებს მუშაობას. ასევე, დაგეგმილი გვაქვს უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩათვლით. ამ პროექტს ძალიან მალე დავიწყებთ. რაც შეეხება ხიდს, მისი ყველაზე მაღალი ბურჯი დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლისაა. ამ მასშტაბის სამუშაოები საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ ჩატარებულა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.

„ამჟამად მოწყობილია საყრდენი კედლების ნაწილი უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან, ხოლო დანარჩენი კედლების მოწყობის სამუშაოები გრძელდება.

ბაგების დასახლების მხარეს, გზაგამტარის მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს სადეფორმაციო ნაკერების მოწყობა. გარდა ამისა, ეწყობა ხიდის ბურჯები და მიმდინარეობს მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების გადატანის სამუშაოები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს