ტარიელ ნაკაიძე - „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი, იმ ფორმით, რა ფორმითაც ის შემოვიდა პარლამენტში, დისკრიმინაციულია

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტი, იმ ფორმით, რა ფორმითაც ის შემოვიდა პარლამენტში, დისკრიმინაციულია, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე არსებული შესაძლებლობებით, კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციასაც შეუძლია, სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით, გარკვეული შეღავათები ჰქონდეს.

„თავდაცვის კოდექსში“ საკითხი დადგა ისე, თითქოს ის რომელიმე კონკრეტულ რელიგიას უკრძალავს ბევრი ადამიანის სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გადარჩენას. ამ კოდექსს, პრაქტიკულად, ისეთი ხარვეზი აქვს, მაინც შესაძლებელი იქნება, კანონი ადამიანებმა კანონი არასწორად გამოიყენონ. დღეს, თანასწორობის პრინციპის თვალსაზრისით, ნაბიჯები უკან იდგმება, რაც ძალიან დიდი გამოწვევაა“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა