ბექა ოდიშარია - ჩვენი ხელისუფლების მოსვლისთანავე, მნიშვნელოვნად შემცირდა ემიგრაციული ნაკადები

ჩვენი ხელისუფლების მოსვლისთანავე, ემიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად შემცირდა, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიგრაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას „გაუთვითცნობიერებელი ხალხისგან, მავნებლებისგან დაუსაბუთებელი კრიტიკა მოყვა“.

„სახელმწიფო გადატრიალებამ ქვეყანაში, არსებულმა განუკითხაობამ, შეიარაღებულმა კონფლიქტებმა და ეკონომიკურმა კოლაფსმა საქართველოდან მიგრაციის დიდი ტალღა წარმოქმნა 90-იან წლებში. ეს მძიმე მემკვიდრეობა გვერგო, მაგრამ 2012 წლიდან, ჩვენი ხელისუფლების მოსვლისთანავე, ემიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად შემცირდა. 2018-2021 წლებში საქართველოს მიგრაციულმა სალდომ 29 000-ს მიაღწია, მაშინ, როდესაც ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანაში - ლიეტუვაში ეს მაჩვენებელი 37 000-ს უტოლდება. ასეთ საკითხებზე თავის „ფეისბუქ“ პოსტში ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, რასაც გაუთვითცნობიერებელი ხალხისგან, მავნებლებისგან დაუსაბუთებელი კრიტიკა მოყვა“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისი თქმით, ევროპული კომისიის ანგარიშის თანახმად, მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა უვიზო რეჟიმი მიიღეს ან შენგენის ზონაში გაერთიანდნენ, მიგრანტთა რიცხვი გაიზარდა.

„თანამედროვე ეპოქაში მიგრაცია აღარ განიხილება როგორც ცალსახად მხოლოდ ნეგატიური მოვლენა, თუმცა საჭიროა მიგრაციული პროცესების გონებრივი მართვა და დარეგულირება. თანამედროვე მსოფლიოში, ევროკავშირსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში დროებითი, ცირკულარული შრომითი მიგრაცია არის აღიარებული ამის პრევენციად. ესტონეთი, რომელიც არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, მას შემდეგ რაც გამოეყო საბჭოთა კავშირს და დაიწყო აღორძინების ხანა, ევროპული ინტეგრაცია, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, მოსახლეობის 1/3 -ის გერმანიაში გადინება მოხდა. ასეთივე სურათი აქვს საბერძნეთს, სადაც 500 000-ზე მეტმა ადამიანმა გადასვლა სხვა ქვეყნებში მოახერხა“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს