„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გორში 22 ჰა-ზე ვაშლის ბაღები გაშენდა

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გორში 22 ჰა-ზე ვაშლის ბაღები გაშენდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ პრიორიტეტს რეგიონში ბიზნესის ხელშეწყობა და აგრომიმართულების გაძლიერება წარმოადგენს.

„ამ მიზნით, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აგრობაღებმა“ გორში, სოფელ ზერტში, 22 ჰა-ზე ვაშლის ბაღები გააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 7 000 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 5 300 000 ლარს შეადგენს. ბანკის ფინანსური რესურსი, როგორც ნერგების გაშენებას, ასევე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სეტყვადამცავი და წვეთოვანი სისტემის შეძენასა და მოწყობას მოხმარდა.კომპანიამ ბაღების გაშენება 2021 წლიდან დაიწყო. პირველი მოსავლის აღებას კი 2023 წელს ელოდებიან“,- აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც კომპანია „აგრობაღების“ დირექტორმა, დავით ჯაფარიძემ აღნიშნა, პარტნიორობის ფარგლებში სოფელ ზერტში ისეთი ჯიშის ვაშლის ბაღები გააშენეს, როგორიცაა: გოლდენ დელიშეზი, გალა, რედ დელიშეზი, გრანი სმიტი, პინოვა, რედ ჯონაპრინცი.

„საქართველოს ბანკთან“ თითქმის 2 წელია ვთანამშრომლობთ. პარტნიორობის ფარგლებში სოფელ ზერტში ისეთი ჯიშის ვაშლის ბაღები გავაშენეთ, როგორიცაა: გოლდენ დელიშეზი, გალა, რედ დელიშეზი, გრანი სმიტი, პინოვა, რედ ჯონაპრინცი. ეს ჯიშები გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით და მათზე მოთხოვნა, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე, საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ჩვენც რეალიზაციას არამხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებში ვგეგმავთ“, - განაცხადა დავით ჯაფარიძემ.

როგორც „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა განმარტა, კომპანია ასევე ფიქრობს ეტაპობრივად გააფართოოს ბიზნესი და სამაცივრე მეურნეობა შექმნას.

„კომპანიისთვის ეს არის პირველი ასეთი დიდი პროექტი, რაც ვაშლის ბაღების გაშენებასა და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას გულისხმობს. კომპანია ასევე ფიქრობს ეტაპობრივად გააფართოოს ბიზნესი და სამაცივრე მეურნეობა შექმნას. „აგრობაღებმა“ პროექტის განხორციელება „საქართველოს ბანკის“ აგროდაფინანსების ფარგლებში შეძლო. ეს სქემა გამორჩეულია იმით, რომ პროექტში ჩართულ მეწარმეს სხვა აგროპროექტების საშეღავათო და საგრანტო პირობებით სარგებლობის შესაძლებლობასაც აძლევს. ეს კი კომპანიისთვის დამატებით მოტივაციაა, რათა კიდევ უფრო განავითაროს და გააძლიეროს, როგორც საკუთარი ბიზნესი, ასევე ზოგადად, სასოფლო-სამეურნეო მიმართულებები“, - განაცხადა ნინო აფციაურმა.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, ბიზნესს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს „საქართველოს ბანკის“ აგროდაფინანსებით, რაც მოიცავს მრავალწლიანი კულტურების: ლურჯი მოცვის, თხილის, დაფნის, ვაშლის, გოგრის, ბალისა და მსხლის ბაღების გაშენებისა თუ მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მიღებას. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/funding/culture

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა