კახა ოქრიაშვილი - „გამოგორდა“ უწიგნური კალაძე და განაცხადა, რომ არ აინტერესებს ზახაროვას განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას სააკაშვილი ციხეში რუსეთის დავალებით ჰყავს - კალაძეს ეს არ აინტერესებს, რადგან ეს სიმართლეა

„გამოგორდა“ უწიგნური კალაძე და განაცხადა, რომ არ აინტერესებს მარია ზახაროვას განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას სააკაშვილი ციხეში რუსეთის დავალებით ჰყავს. კალაძეს ეს არ აინტერესებს, რადგან ეს არის სიმართლე, - ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი კახა ოქრიაშვილი თბილისის მერის განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ მარია ზახაროვაზე.

როგორც ოქრიაშვილი აცხადებს, „ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ის არალეგიტიმური ხელისუფლებაა, "ხოლო ამ განცხადებებით, რომელიც რუსული აგენტურის ტოტალური „coming out “-ია საქართველოში კარგავენ ლეგიტიმაციის უკანასკნელ ნარჩენებს".

„გამოგორდა“ უწიგნური კალაძე და განაცხადა, რომ არ აინტერესებს მარია ზახაროვას განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას სააკაშვილი ციხეში რუსეთის დავალებით ჰყავს. კალაძეს ეს არ აინტერესებს, რადგან ეს არის სიმართლე და მას პასუხი არ აქვს, მაგრამ მთელ საზოგადოებას გვაინტერესებს. ის ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა სტრატეგიულ მოკავშირეებს უწოდებს ე.წ. მეგობრებს, ანუ ამბობს, მეგობრები არ არიან, ჩვენი მტრები არიანო და მათი რეკომენდაციები არ მაინტერესებსო. ჩვენი საზოგადოების 80 %-ზე მეტს კი აინტერესებს, უსმენს და მნიშვნელოვანია მათი აზრი! იცით, რატომ არ აინტერესებს კალაძეს არაფერი? იმიტომ, რომ მან მოახერხა და ავტობუსების შესყიდვა, პირველივე ლოტით, 20 მილიონი დოლარით უფრო ძვირად განახორციელა, ვიდრე მსოფლიოს დანარჩენმა ქალაქებმა. საზოგადოებას უჩნდება ეჭვი, რომ ეს ფასთა სხვაობა, რომელიც ჯამში, 20 მილიონი დოლარია, ხალხის ფულიდან არის მითვისებული. შეგახსენებთ ცნობილ გამონათქვამს - ხალხს ჰყავს ისეთი ხელისუფლება, როგორსაც იმსახურებს. მე, როგორც ქართველი ადამიანი, ივანიშვილისა და კალაძისნაირ ხელისუფლებას არ ვიმსახურებ! მათი განცხადებები აჩვენებს, როგორ არიან ისინი დაშორებულნი ჩვენს ხალხს, ჩვენი ხალხის მისწრაფებებს და როგორ კიდიათ ფეხებზე ხალხის ნება. „ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ის არალეგიტიმური ხელისუფლებაა, ხოლო ამ განცხადებებით, რომელიც არის, პრაქტიკულად, რუსული აგენტურის ტოტალური „coming out “ საქართველოში, ისინი კარგავენ ლეგიტიმაციის უკანასკნელ ნარჩენებს! როცა ავტობუსების საქმეზე ბატონი კალაძე გასამართლდება სამართლიან სასამართლოში და დარწმუნებული ვარ, მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მისი ბედიც არავის დააინტერესებს და მისი პიროვნება არავის ემახსოვრება", - აღნიშნა ოქრიაშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან