რევაზ სოხაძე - რა გზას მივმართო საკრებულოში სამგორის რაიონის წარმომადგენელმა იმისთვის, რომ მოსახლეობას 21-ე საუკუნეში წყალი ჰქონდეს? - ამ პრობლემის მოგვარების პერსპექტივას ვერ ვხედავ

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის რევაზ სოხაძის განცხადებით, 2021 წელს GWP-ს შემოსავალი 54%-ით გაიზარდა და მისი წმინდა მოგება 60 მილიონს შეადგენდა.

როგორც რევაზ სოხაძემ თბილისის საკრებულოში აღნიშნა, ვარკეთილში მოსახლეობას სამი დღეა წყალი არ მიეწოდება და მაცხოვრებლები აქციებს გეგმავენ.

„მე მინდა ყბადაღებული GWP-ს თემას შევეხო. ვსაუბრობ, როგორც სამგორის რაიონის მაჟორიტარი. ჩვენს რაიონში წარმოუდგენელი მდგომარეობაა. ცენტრალურ ქუჩებზე კანალიზაცია უწყვეტ ნაკადად მოედინება. GWP-სთან ჩვენი კომუნიკაციის შემდეგ, მათ გვითხრეს, რომ მხოლოდ ერთი მანქანა ჰყავთ. სამი დღეა ვარკეთილის ზემო პლატოზე წყალი არ არის და როგორც ვიცი, ორ საათზე მოსახლეობს აქცია აქვს დაგეგმილი. რა გზას მივმართო საკრებულოში ამ რაიონის წარმომადგენელმა იმისთვის, რომ მოსახლეობას 21-ე საუკუნეში წყალი ჰქონდეს? მე პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს. ერთ-ერთმა სააგენტომ გაასაჯაროვა, რომ 2021 წელს GWP-ს შემოსავალი 54%-ით გაიზარდა და 178 მილიონი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგება 60 მილიონი ლარი იყო", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე