რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ უტიფრად ცდილობს გასტრონომიული ფალსიფიკაციებით და დეზინფორმაციის კამპანიებით შეარყიოს ჩვენი ქვეყანა და არეულობა გამოიწვიოს

“ნაციონალური მოძრაობა“ უტიფრად ცდილობს გასტრონომიული ფალსიფიკაციებით და დეზინფორმაციის კამპანიებით შეარყიოს ჩვენი ქვეყანა და არეულობა გამოიწვიოს. მაგრამ როგორც არ უნდა გინდოდეთ ეს, თქვენ ვერ შეუშლით ხელს ჩვენი ქვეყნის წინსვლას, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და შედეგი იქნება ერთადერთი, ამ კამპანიით მხოლოდ საკუთარ თავს დაასრულებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელსაც პასუხისმგებლობა არ აუღია ორგანიზებულ და სისტემურ დანაშაულზე, რომელშიც არაერთხელ ამხილა სტრასბურგის სასამართლომ და დღეს, დეზინფორმაციის გზით ცდილობენ ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ.

„მე საზოგადოებას მინდა შევახსენო,“ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პარტია, რომელსაც პასუხისმგებლობა არ აუღია ორგანიზებულ და სისტემურ დანაშაულზე, რომელშიც არაერთხელ ამხილა სტრასბურგის სასამართლომ, მას არა აუღია პასუხისმგებლობა იმ ათეულობით საქმეზე, რომლითაც გაასამართლა სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ და რაზეც მილიონობით ევროს დღემდე იხდიან ჩვენი გადასახადის გადამხდელები და ჩვენი სახელმწიფო. ნაციონალურ მოძრაობას არ აუღია პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ისტორიულ სამაჩაბლოს ისევ დაარქვა „სამხრეთ ოსეთი“, ნაციონალურ მოძრაობას არ აუღია პასუხისმგებლობა ყველაზე მთავარ დანაშაულზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი გმირი სამხედროების წინაშე აქვს ჩადენილი - ეს არის ევროსაბჭოს 16/33 რეზოლუცია, სადაც ომის დანაშაული დააბრალა ჩვენს სამხედროებს და რამდენჯერაც ისინი გადმობრალების რეჟიმში იქნებიან, ჩვენ ყოველთვის მწარედ და მტკივნეულად შევახსენებთ ამ ყველაფერს, ვინაიდან ჩვენ, საბოლოო ჯამში სტრასბურგში და ჰააგაში რუსეთთან ერთად ნაციონალურ მოძრაობასაც მოვუგეთ ეს საქმეები და ეს არის რეალობა“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა