საბა ბუაძე - როგორც ჩანს, კახა კალაძისთვის ევროპული ფასეულობები მხოლოდ ევროპული ტანსაცმლით შემოიფარგლება

საკრებულოს წევრის, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარის, საბა ბუაძის განცხადებით, ხელისუფლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასა და მიხეილ სააკაშვილის საკითხს შორის კავშირს იმისთვის უსვამს ხაზს, რომ ანტიდასავლური განწყობა გააძლიეროს.

როგორც საბა ბუაძემ საკრებულოში აღნიშნა, კახა კალაძეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა უნდა, „რაც პოლიტიკური სიბეცის გამოხატულებაა“.

„მე მინდა გამოვეხმაურო ქალაქის მერის სამარცხვინო განცხადებებს და მთლიანად იმ კამპანიას, რომელიც ევროკავშირისა და დასავლეთის წინააღმდეგ მიმდინარეობს. უდიდესი ტყუილია, თითქოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიხეილ სააკაშვილის საკითხზეა მიბმული. ამას ეს ხელისუფლება აკეთებს მხოლოდ იმისთვის, რომ ანტიდასავლური განწყობა გააძლიეროს. როდესაც დედაქალაქის მერი, რომლის კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი ევროპასთანაა დაკავშირებული, გამოდის და სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს, ეს იმის მანიშნებელია, რომ კახი კალაძის რიტორიკა პარტიულ ხაზს დაუახლოვდა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირის კანდიდატობა ჩვენი თანაქალაქელების სიკეთესა და კეთილდღეობას ნიშნავს. კახა კალაძეს ამაზე უარის თქმა უნდა, რაც არა მხოლოდ პოლიტიკური სიბეცის გამოხატულება, არამედ უდიდესი უტიფრობაა. როგორც ჩანს, კახა კალაძისთვის ევროპული ფასეულობები მხოლოდ ევროპული ტანსაცმლით შემოიფარგლება", - განაცხადა საბა ბუაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის