„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით 25 ქართული კომპანია Gulfood 2023-ში იღებს მონაწილეობას

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 20-24 თებერვალს, 25 ქართული კომპანია სასმელი და საკვები პროდუქციის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში Gulfood 2023 მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, Gulfood 2023 ტრადიციულად დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიეროებში იმართება და ყოველწლიურად, საშუალოდ, 100 000 ვიზიტორს მასპინძლობს.
„Gulfood-ზე მონაწილეობა თითქმის ყველა ტიპის პროდუქტის მწარმოებელს შეუძლია, გარდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისა.
წელს, სააგენტოს მხრიდან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად შესაძლებელი გახდა საქართველოსთვის გამოყოფილი სივრცის მნიშვნელოვნად გაზრდა, 195 მ2-მდე, რამაც გამოფენაზე დამსწრე კომპანიების რიცხვის გაზრდა განაპირობა.
გამოფენაზე ქართული დელეგაცია პროდუქტების საკმაოდ მრავალფეროვანი ჯგუფით არის წარმოდგენილი. კერძოდ, საქართველოს სტენდებზე წარმოდგენილია: თხილისა და თხილის პროდუქტების, კაკლის, ნუშის, ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენების, ცოცხალი გადამამუშავებელი ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვანი პროდუქტების, ცოცხალი ცხვრისა და ახალი ცხვრის ხორცის, სხვადასხვა კონსერვირებული ხორცპროდუქტების, თაფლისა და ა.შ მწარმოებელი კომპანიები.
ამასთან, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, შემუშავდა საქართველოს პავილიონის სტენდის დიზაინი. ამასთან, ქართული კომპანიები B2B შეხვედრებს გამართავენ საერთაშორისო კონსულტანტის მიერ შერჩეულ შემსყიდველებთან“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

























