Welcome to Georgia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მერვე ოფიციალური ცერემონია 28 თებერვალს გაიმართება

28 თებერვალს, „წისქვილი ჯგუფის“ ახალი სივრცე „თეატრი“ Welcome to Georgia! - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მერვე ცერემონიაზე ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს უმასპინძლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწორედ დაჯილდოების ცერემონიაზე, 23 განსხვავებულ ნომინაციაში ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 350-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამოვლინდება გამარჯვებულები, რომლებიც დამსახურებულად მოირგებენ წოდებას „საუკეთესო ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში“.

„Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის მასშტაბური პროექტი, რომელიც 2015 წლიდან იმართება და დაარსების დღიდან წარმოადგენს საუკეთესო ბიზნეს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მოღვაწე ლიდერებს. ეს არის „ოსკარი“ ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს მიღწევების აღსანიშნავად! მერვე ოფიციალურ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრება 600-მდე სტუმარი: ტურისტული სააგენტოები, გენერალური მენეჯერები და საუკეთესო სასტუმროების მფლობელები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები და კაფეები, ღვინის კომპანიები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება, მთავრობის წარმომადგენლები, მოგზაური ფოტოგრაფები, უმსხვილესი სასტუმროების წარმომადგენლები, მასმედია და პრესა. ცერემონიის ლოკაცია თბილისის ყველაზე განსხვავებული და უნიკალური სივრცეა, ეს არის წისქვილი ჯგუფის „თეატრი“.

„თეატრის“ მრავალფეროვანი,დახვეწილი და ჯადოსნური შოუ უფრო სანახაობრივს და საინტერესოს გახდის წლევანდელ გრანდიოზულ Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მერვე ცერემონიას! After Party-ის მასპინძელია ასევე „თეატრი“- რომელიც განკუთვნილია მაღალი დონის ღონისძიებებისა და ნებისმიერი სახის მნიშვნელოვანი ზეიმებისთვის. „თეატრი“ ყოველთვის გამორჩეული წვეულებების მასპინძელია და გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ის იქნება Welcome to Georgia! - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მერვე 2022 წლის ცერემონიის და Afterparty- ის მასპინძელი. ცერემონია უკვე მერვე წელია იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში