21-22 თებერვალს ენერგეტიკული კიბერსამაგიდო ტექნიკური სავარჯიშო ტარდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, 21-22 თებერვალს USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა „ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ დაძმობილების პროექტთან კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში” თანამშრომლობით, ენერგეტიკულ კიბერსამაგიდო ტექნიკურ სავარჯიშოს ატარებს.

სემეკის ცნობით, ტექნიკური და სამაგიდო სავარჯიშოები მიზნად ისახავენ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული კომპანიების, ეროვნული კიბერ და ენერგეტიკული მარეგულირებელი უწყებების ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ კრიტიკული ინფორმაციის ინფრასტრუქტურის უწყებებში კიბერრისკების სათანადო შეფასება და კომპლექსურ კიბერ საფრთხეების მოგერიება.

„ტრენინიგის მეორე დღეს გახსნიან: ენერგო-პრო ჯორჯიას, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გრიგოლ მამისეიშვილი, ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან გელაშვილი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია, სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი, USAID საქართველოს, ციფრული განვითარების და კიბერუსაფრთხოების უფროსი მრჩეველი, მიკაელ ბეიკერი და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში პროექტის მენეჯერი ლალი ჩხეტია.

ღონისძიება ასევე ხელს შეუწყობს კრიტიკული ენერგოინფრასტრუქტურის კიბერ მედეგობის გაძლიერებას, საქართველოს კიბერუსაფრთხოების მმართველობის ჩარჩოს განვითარებას და მმართველობაში ძლიერი და დაუცველი მხარეების გამოვლენას, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს“,-აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს