შალვა ოგბაიძე - ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი გადასახადის გაძვირებას არ ითვალისწინებს

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარის შალვა ოგბაიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის შემდეგ გადასახადის გაძვირებაა მოსალოდნელი, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ ოგბაიძემ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა.

„ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის დაწყების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია გადასახადის გაძვირების თაობაზე. სრული პასუხისმგებლობით ვიმეორებ დედაქალაქის მერის სიტყვებს, რომ ტარიფის გადახედვა და მითუმეტეს, გაძვირება არ იგეგმება“, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ დღეისათვის 19 ათასზე მეტი ლიცენზირებული ტაქსისტია დაფიქსირებული, რომელთაგან უმეტესობა A კატეგორიისაა.

გარდა ამისა, საკრებულოს წევრი თავის გამოსვლაში პატიმრების თემას შეეხო და განაცხადა, რომ „ნაციონალურის მოძრაობის“ წევრებს პატიმრებზე საუბრის უფლება არ აქვთ.

„თქვენი მხრიდან პატიმრებზე საუბარი უტიფრობაა, ეს მაშინ, როცა ჩემი ორივე შვილი, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი შვილები არიან, სასტიკად აწამეს“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ, რომლის განცხადებასაც საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა