ავთანდილ ცინცაძე - სირცხვილია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰუმანიზმზე საუბრობს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ ცინცაძე, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სირცხვილია, როდესაც ოპოზიცია კახა კალაძეს ევროპაზე და ევროპელებზე ელაპარაკება.

მისივე თქმით, სირცხვილია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჰუმანიზმზე და კონკრეტულად გიორგი ონიანი პატიმრებთან მოპყრობაზე საუბრობს.

ავთანდილ ცინცაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალურ ოპოზიციას მიეკუთვნება და მათგან გასაკვირი არაფერია, თუმცა საკრებულოს უმრავლესობის წევრს კითხვები ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებთან აქვს.

„სირცხვილია, როდესაც კახი კალაძეს ევროპაზე და ევროპელებზე ელაპარაკებით. კიდევ სირცხვილი იცით რა არის? აქ რომ ზის გიორგი ონიანი და ლაპარაკობს პატიმრებთან ურთიერთობებზე. სირცხვილია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს ჰუმანიზმზე, მაგრამ მათგან გასაკვირი არაფერია. მე მაინტერესებს, დანარჩენ ოპოზიციას ამ ყველაფერზე კითხვები რატომ არ უჩნდება. შესაძლოა, პროტესტი არ გამოხატოთ, მაგრამ კითხვები რომ არ გიჩნდებათ ნამდვილად სირცხვილია“,- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან