ვახტანგ გომელაური - 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სამინისტროს მიერ დაკავებულია 307 ძებნილი პირი, მათ შორის 37 პირი იძებნებოდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით

2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სამინისტროს მიერ დაკავებულია 307 ძებნილი პირი, მათ შორის 37 პირი იძებნებოდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, პოლიციის ატაშეების უშუალო ჩართულობით, 8 ერთობლივი საპოლიციო მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა, რა დროსაც დააკავეს 45 პირი, მათ შორის კრიმინალური ავტორიტეტები.

„2022 წელს, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ინტერპოლის, ევროპოლისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, პარტნიორ სახელმწიფოებთან ხორციელდებოდა ეფექტიანი ურთიერთობა, რაც წელსაც გრძელდება. 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სამინისტროს მიერ დაკავებულია 307 ძებნილი პირი, მათ შორის 37 პირი იძებნებოდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. საქართველოს პოლიციის მიერ ამოღებულია ინტერპოლის არხებით ძებნილი 56 ავტომობილი. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, პოლიციის ატაშეების უშუალო ჩართულობით, 8 ერთობლივი საპოლიციო მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა, რა დროსაც დააკავეს 45 პირი, მათ შორის, კრიმინალური ავტორიტეტები.

საქართველოს პოლიციის ატაშეები წარგზავნილნი არიან 16 სახელმწიფოში, საიდანაც ჯამში მათ მიერ იფარება 24 სახელმწიფო. მიმდინარეობს საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება და პროცედურების დასრულების შემდეგ, საქართველო წარგზავნის 2 პოლიციის ატაშეს ირლანდიის რესპუბლიკასა და ისრაელში“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა