ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად ცდილობს, გააუმჯობესოს და საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს საპოლიციო სერვისები

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად ცდილობს, გააუმჯობესოს და საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს საპოლიციო სერვისები.

აღნიშნულის შესახებ მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას ისაუბრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად ცდილობს, გააუმჯობესოს და საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს საპოლიციო სერვისები. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრს გორის ფილიალი შეემატა, სადაც მოქალაქეებს საპატრულო პოლიციის 50-მდე სერვისის მიღება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეუძლიათ“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მომსახურების გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მომსახურების სააგენტოში მუდმივად ხდება არსებული სერვისების დახვეწა და სიახლეების დანერგვა.

ამასთან, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2022 წელს საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი გაფართოვდა და იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა გაიზარდა.

მისი თქმით, წელს, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მგზავრთა ნაკადების ზრდის შესაბამისად თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდა.

„2022 წელს გაფართოვდა საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი და იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში გაიზარდა საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა. აქვე აღვნიშნავ, რომ 2022 წელს, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მგზავრთა ნაკადების ზრდის შესაბამისად გაძლიერდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო მიმართულება და გაიზარდა დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა. სასაზღვრო გამტარი პუნქტები დამატებით აღიჭურვა ვიდეოსამეთვალყურეო კამერებით, მესაზღვრე-კონტროლიორების სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურა განახლდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამასთან, ვახტანგ გომელაურმა გასულ წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

„2022 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გარემონტდა და კეთილმოეწყო 97 შენობა, მათ შორის 54 შენობა კრიმინალურ პოლიციას ეკუთვნის. აქვე მოგახსენებთ, რომ 2022 წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხდა ავტოპარკის მნიშვნელოვანი განახლება. ჯამურად, შეძენილია 580 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც გააუმჯობესებს შესაბამისი დანაყოფების ოპერატიულობას და ხელს შეუწყობს როგორც დანაშაულის პრევენციას, ასევე, საგრძნობლად შეამცირებს მომხდარ შემთხვევებზე რეაგირების დროს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მან ასევე დასძინა, რომ თანამედროვე სტანდარტების სამსახურებრივი საშტატო იარაღით აღიჭურვა განსაკუთრებულ დავალებათა, პატრული პოლიციისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების ნაწილი.

მინისტრის თქმით, ვაჩიანსა და ტაბახმელაში პოლიციის ორი ახალი მულტიფუნქციური შენობა აშენდა, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინვენტარით, ხოლო თანამშრომლების გადაიარაღების პროცესი 2022 წელსაც აქტიურად გაგრძელდა.

ამასთან, გომელაურის განცხადებით, 2022 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში ჯამში 8 ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე მუშაობის სტანდარტიზება.

„2022 წელს, საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში ჯამში 8 ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე მუშაობის სტანდარტიზება საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად. ამ ეტაპზე დასრულებულია დოკუმენტაციის შექმნის პირველი ნაწილი, რაც შემთხვევის ადგილზე სამოქმედო პროცედურების გაწერას გულისხმობს. პროცედურების სრულად განხორციელების შემდეგ მოხდება განაცხადის შეტანა აკრედიტაციის მისაღებად. კიდევ ერთი დანაყოფი, რომელშიც გასულ წელს წარმატებით დაინერგა საერთაშორისო ISO სტანდარტი, არის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“. ეს უზრუნველყოფს ცენტრის მუშაობის ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ აისახება მომსახურების გაუმჯობესებაში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გარდა ამისა, ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკურ განახლებასა და გადაიარაღებაზე, ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი 2023 წელსაც გაგრძელდება.

მინისტრის თქმით, 2022 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით, წყლის სატრანსპორტო საშუალებებით.

მანვე აღნიშნა, რომ სრულად განახლდა სამთო-სამაშველო, მყვინთავი მაშველების, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების აღჭურვილობა.

„2022 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით, წყლის სატრანსპორტო საშუალებებით. სრულად განახლდა სამთო-სამაშველო, მყვინთავი მაშველების, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების აღჭურვილობა. სამინისტრომ მეხანძრე-მაშველებისთვის შეიძინა სპეციალური ფორმები, ასევე, ცეცხლგამძლე ტანსაცმელი და მათი საქმიანობისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობა. მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გაძლიერების მიზნით, მიმდინარე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ ეტაპზე 10 ერთეულ მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანას შეისყიდის. ასევე გაგრძელდება სამსახურის ტექნიკური განახლებისა და გადაიარაღების პროცესი. საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, 2023 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 5 ერთეულ სახანძრო მანქანას მიიღებს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო