შინაგან საქმეთა მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, გასული წლის ერთ-ერთი გამოწვევის - ტყის ხანძრების დროს მეხანძრე-მაშველების მიერ გაწეულ თავდაუზოგავ შრომაზე ისაუბრა.

მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„გასულ წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ტყის ხანძრები წარმოადგენდა. ჩვენი გმირი მეხანძრე-მაშველები თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ებრძოდნენ ტყეში გაჩენილ ხანძრებს. გარდა ამისა, მეხანძრე-მაშველები მთელი წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ ძებნა-შველისა და გადარჩენის ღონისძიებებში.

მსურს, მადლობა გადავუხადო მათ თავდაუზოგავი შრომისთვის. იცით, რომ დღესაც არიან თურქეთში, ასი კაცი, ჩვენი მაშველები. ბევრი ქვეყანა წამოვიდა, უკვე დაასრულეს თითქმის, თუმცა ჩვენები რჩებიან კიდევ და ეხმარებიან კოლეგებს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი