ვახტანგ გომელაური - ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვისა და განმეორებითი ძალადობის პრევენციის მიზნით, გადამუშავდა რისკების შეფასების ინსტრუმენტი

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვისა და განმეორებითი ძალადობის პრევენციის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის აქტიური ჩართულობით, გადამუშავდა რისკების შეფასების ინსტრუმენტი - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, შესაბამის ბრძანებაში უკვე განხორციელდა საჭირო ცვლილებები.

„აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, უფრო მეტ მსხვერპლს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ძალადობისგან დაცვის ისეთი ეფექტიანი საშუალებით, როგორიც არის ელექტრონული ზედამხედველობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ საშუალებით სარგებლობისთვის აუცილებელია თავად მსხვერპლის თანამშრომლობა პოლიციასთან და მისი თანხმობა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების თაობაზე“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნული ცვლილება ძალაში 2023 წლის 1 მაისიდან შევა.

გარდა ამისა, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით გამკაცრდა საკანონმდებლო რეგულაციები ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ასევე კონტროლის ქვეშ მოექცევა საკანონმდებლო ნორმების აღსრულება.

„2022 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით, მთავრობასთან კოორდინაციითა და პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობით, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ძალაში. საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით გამკაცრდა საკანონმდებლო რეგულაციები ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით, ასევე, კონტროლის ქვეშ მოექცევა საკანონმდებლო ნორმების აღსრულება.

გასულ წელს, საქართველოს მთავრობის მიერ დაინიცირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული იარაღის რეგულირების საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში განიხილება მეორე მოსმენით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევების შემცირების მიზნით, გაზიარებულ იქნა ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს დირექტივა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები