ვახტანგ გომელაური - არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოწვევად რჩება

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გასულ წელს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით აქტიური ღონისძიებები ჩატარდა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ არაერთი სწავლება დაორგანიზდა და ჩატარდა.

„2022 წელს, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირთა მონიტორინგის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაცია მომზადდა. მისი პრაქტიკაში აღსრულების და მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები გადამზადდნენ. ასევე, ევროკავშირის პროექტის - „საქართველოში უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის მხარდაჭერა“ - ფარგლებში, დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სამართალდამცველი უწყებებისთვის, ისევე, როგორც მთელი საზოგადოებისთვის გამოწვევად რჩება არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულები.

ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან ეფექტიანი ბრძოლისთვის პოლიციის სპეციალიზებული დანაყოფები შექმნა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ გამოწვევის საპასუხოდ არაერთი ღონისძიება ჩაატარა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ შეიქმნა პოლიციის სპეციალიზებული დანაყოფები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიცია ხშირად ფაქტზე აკავებს არასრულწლოვნებს, თუმცა, რეაგირების არსებული მექანიზმი არ იძლევა ამ ტიპის დანაშაულის აღმოფხვრის საშუალებას. „აღნიშნული მიმართულებით მთელ მართლმსაჯულების სისტემას, კანონმდებლებს, სამართალდამცველებს, სოციალურ სამსახურს და განათლების სისტემას ერთობლივი ღონისძიებები გვაქვს განსახორციელებელი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“