„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამით“ დასაფინანსებელი ბავშვების რაოდენობა იზრდება

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით და თბილისის მთავრობის განკარგულებით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამით“ დასაფინანსებელი ბავშვების რაოდენობა იზრდება.

თბილისის საკრებულოს ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

მათივე ინფორმაციით, ცვლილება „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდა.

„მიღებული ცვლილებით, ქვეპროგრამის ფარგლებში 1850 ბენეფიციარი დაფინანსდება. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამით დასაფინანსებელი ბავშვთა რაოდენობის ზრდა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. დამატებით 300 ბავშვი მიიღებს საჭირო სერვისებს. პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია, რაც ჩვენი მომავალი თაობის კეთილდღეობის წინაპირობაა“, - განაცხადა საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ.

საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წესის ამჟამად მოქმედი რედაქციით, ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში 1550 ბენეფიციარი ფინანსდება, ხოლო წარმოდგენილი პროექტით, ბენეფიციარი ბავშვების რაოდენობა 300-ით იზრდება.

„მანამდე, აღნიშნული ცვლილების საკრებულოს სხდომაზე განხილვას დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დაუჭირეს მხარი“, - აღნიშნულია თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ