საბა ბუაძე - თბილისის ბიუჯეტის ზრდა, თავისთავად, კარგი და მისასალმებელია, თუმცა ჩვენს ბიუჯეტს გაცილებით უფრო დეტალური და ზუსტი დაგეგმვა სჭირდება

გასულ წელს ბიუჯეტში 30 მილიონი იყო, რომელიც ვერ ავითვისეთ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ლელოს" თავმჯდომარემ, საბა ბუაძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ბიუჯეტის დიდი ნაწილი მხოლოდ ადმინისტრაციულ ხარჯებს ხმარდება. მისივე თქმით, საკრებულოს 40 ავტომობილი ემსახურება, ხოლო დედაქალაქის მერიას - რამდენიმე ასეული.

„ბიუჯეტის ზრდა, თავისთავად, კარგი და მისასალმებელია, თუმცა ჩვენს ბიუჯეტს გაცილებით უფრო დეტალური და ზუსტი დაგეგმვა სჭირდება. ეს იმისთვის, რომ თანხა წინა წლის ბიუჯეტში არ დარჩეს. მაგალითად, გასულ წელს, ბიუჯეტში 30 მილიონი იყო, რომელიც ვერ ავითვისეთ. ბიუჯეტი ისე უნდა იგეგმებოდეს, რომ ქალაქსა და ქალაქის მცხოვრებლების ბიუჯეტზე ზუსტად იყოს მორგებული. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ კერძო მესაკუთრისაგან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა გამოვისყიდოთ და იქ საზოგადოებრივი სივრცე მოეწყოს. ბიუჯეტი ასეთ პროექტებზე დაყრდნობით უნდა დაიგეგმოს და ხელისუფლება არ უნდა აპელირებდეს იმაზე, რომ პროექტებისთვის თანხა არ აქვთ. ხუთიდან ერთი თბილისელი დღეს უმუშევარია. იმისათვის, რომ ქალაქის ეკონომიკა განვითარდეს და გაჯანსაღდეს, საჭიროა ბიუჯეტი ქალაქს და არა პარტიული ხარჯების დაფინანსებას ემსახუროს. ამ რეკორდულად დიდი ბიუჯეტის დიდი ნაწილი მხოლოდ ადმინისტრაციულ ხარჯებზე მოდის. საკრებულოს 40 ავტომობილი ემსახურება, მერიას - რამდენიმე ასეული. ასეთი ხარჯების შემცირება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა", - განაცხადა საბა ბუაძემ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის