ვახტანგ გომელაური - გასულ წელს, მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის გაღრმავების მიზნით განხორციელდა კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტროს მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობა მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.

მინისტრის თქმით, ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე, მათ შორის საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიებს უერთდება.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, გასულ წელს, სამინისტროს მხრიდან მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის გაღრმავების მიზნით განხორციელდა კამპანია - ,,ემეგობრე პოლიციას“.

„დიდი ყურადღება ეთმობა მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უერთდება საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე, მათ შორის საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიებს. გამოვყოფ ქალთა მიმართ ძალადობის, ნაადრევი ქორწინების, თანასწორობის კამპანიებს. ასევე, მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულ საინფორმაციო აქტივობებს.

გასულ წელს, სამინისტროს მხრიდან მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის გაღრმავების მიზნით განხორციელდა კამპანია - ,,ემეგობრე პოლიციას“.

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, დიდ ქალაქებში 12 საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდა. სახალხო ღონისძიებების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები საჯარო და კერძო სკოლებში მართავდნენ შეხვედრებს, რომელთა მიზანი იყო ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.

ვახტანგ გომელაურმა მოხსენებით გამოსვლისას, სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.

მინისტრის თქმით, გასულ წელს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ტერიტორიაზე აშენდა სატრანსპორტო საშუალების იმპორტის, ექსპორტისა და რეექსპორტის საბაჟო პროცედურების განხორციელებისთვის, ასევე, სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი შენობა.

„აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა მომსახურების სააგენტოშიც. რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ტერიტორიაზე აშენდა სატრანსპორტო საშუალების იმპორტის, ექსპორტისა და რეექსპორტის საბაჟო პროცედურების განხორციელებისთვის, ასევე, სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი შენობა, სადაც მოქალაქეებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეუძლიათ, მიიღონ სააგენტოს სერვისები. ამავე ტერიტორიაზე აშენდა იარაღის რეგისტრაციის, ნებართვებისა და ცნობების გაცემისთვის განკუთვნილი შენობა. იარაღის ბალისტიკისთვის საჭირო სივრცე მოეწყო რუსთავში, აგრეთვე, სააგენტოს საჩხერისა და ქუთაისის სამსახურებში“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა